Belive

ტრავმა სერიოზულია | ტრენტი 6 კვირას გამოტოვებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, 'სამეფო კლუბმა' საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მარსელის წინააღმდეგ, მინიმალური სხვაობით 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის მე-10 წუთზე მოედანი დატოვა ტრენტ ალექსანდრ-არნოდლმა, რომელმაც არეში მძიმე დაზიანება მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია, რის შემდეგაც მოედანზე დანი კარვახალი გამოვიდა, რომელიც მოგვიანებით წითელი ბარათით დაისაჯა.

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც დაადგინა, რომ 26 წლის მცველს, მარცხენა ფეხის ბარძაყის ბიცეფსის კუნთის ტრავმა აქვს, რის გამოც მოედანს 5-დან 6-კვირამდე ვერ დაუბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრენი მოედანზე დაბრუნებას, ოქტომბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ შეძლებს.

26 წლის ინგლისელი ვარსკვლავი ლივერპულში 2016/2017 წლებიდან ირიცხება, რა პერიოდშიც 337 მატჩი ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში, 21 გოლის გატანა და 85 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ზაფხულში კი იგი 'სამეფო კლუბში' გადავიდა, რა პერიოდშიც 10 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები