Belive

გატუზო: "მსოფლიოზე თუ ვერ გავედით, იტალიის ტერიტორიაზე ფეხს აღარ დავდგამ"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა, უდინეში ისრაელის 3-0 დამარცხებით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა.

გატუზომ „აძურის“ მწვრთნელის რანგში პირველი ოთხი თამაში მოიგო და იტალიამ 16 გოლი გაიტანა.

„თუ მიზანს მივაღწევ (მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა), ამას ჩემს დამსახურებას მივაკუთვნებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იტალიიდან წავალ. ისედაც საკმაოდ შორს ვცხოვრობ, მაგრამ კიდევ უფრო შორს წავალ და იტალიის ტერიტორიაზე ფეხს აღარასდროს დავდგამ.

ვთქვი, რომ აქ ყოფნა ოცნება იყო და ეს სიმართლეა. ზოგიერთი ადამიანი ჩემზე მეტად გამოცდილია და სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით.

მადლობა უნდა გადავუხადო ფედერაციას, პრეზიდენტს და ბუფონს. არ მეგონა, რომ გუნდი 16 გოლს გაიტანდა, მაგრამ ეს მათი დამსახურებაა. მე ძალიან ცოტა გამოცდილება მაქვს. ბევრს ვმუშაობთ, არ გვძინავს, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ როცა ვიგებთ, თავს კარგად ვგრძნობთ." - ჯენარო გატუზო

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო იტალიის ეროვნულ ნაკრებში, ლუჩანო სპალეტის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა.

იტალიის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის I ჯგუფში იბრძვის, სადაც 6 ტურის შემდეგ პირველ ადგილს ნორვეგიის ნაკრები 18 ქულით იკავებს, მეორეზე კი იტალიის ნაკრებია 15 ქულით, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური გაინაღდეს და მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად იქ იბრძოლებს.

სხვა სტატიები