Transfermarkt-მა ყველა დროის 10 ყველაზე ძვირადღირებული არაინგლისელი ფეხბურთელი დაასახელა
სატრანსფერო საიტმა Transfermarkt-მა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული არაინგლისელი ფეხბურთელები დაასახელა, რომელთა სატრანსფერო ღირებულება TOP 10-ში შედის.
მე-2 ადგილს იკავებს მიმდინარე სეზონში ლევერკუზენიდან ლივერპულში გადასული ფლორიან ვირცი, პირველ ადგილზე კი ერლინგ ჰოლანდია, რომელმაც გერმანელს 10 მილიონი ევროთი აჯობა.
სრულად TOP 10 ფეხბურთელი:
ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია) | დორტმუნდიდან მანჩესტერ სიტიში - 150 მილიონი ევრო
ფლორიან ვირცი (გერმანია) | ლევერკუზენიდან ლივერპულში - 140 მილიონი ევრო
კაი ჰავერცი (გერმანია) | ლევერკუზენიდან ჩელსიში - 81 მილიონი ევრო
როდრი (ესპანეთი) | ატლეტიკო მადრიდიდან მანჩესტერ სიტიში - 80 მილიონი ევრო
კრისტოფერ ნკუნკუ (საფრანგეთი) | ლაიფციგიდან ჩელსიში - 80 მილიონი ევრო
იოშკო გვარდიოლი (ხორვატია) | ლაიფციგიდან მანჩესტერ სიტიში - 75 მილიონი ევრო
რაფაელ ვარანი (საფრანგეთი) | რეალ მადრიდიდან მანჩესტერ იუნაიტედში - 70 მილიონი ევრო
პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი) | დორტმუნდიდან არსენალში - 65 მილიონი ევრო
ნაბი კეიტა (გვინეა) | ლაიფციგიდან ლივერპულში - 65 მილიონი ევრო
ნიკოლას პეპე (კოტ-დ’ივუარი) | ლილიდან არსენალში - 65 მილიონი ევრო