Belive

ტრაგედია ბორჯომში | 29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს U17 და U19 ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი - ზურაბ გელაშვილი, 29 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

ყოფილი ფეხბურთელი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, რომელიც 22 აგვისტოს, ღამის პირველ საათზე ბორჯომში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ, რის შემდეგაც 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ზურაბ გელაშვილი წლების განმავლობაში: ქუთაისის ტორპედოში, რუსთავის მეტალურგში, გურიაში, საპოვნელაში, ზუგდიდსა და ზესტაფონში თამაშობდა.

იგი ასევე საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო - მან U17 და U19 ნაკრებებში ჯამში 9 მატჩი ჩაატარა, მაშინ როდესაც 17 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი დევდარიანი, ხოლო U19 ნაკრების მწვრთნელი - გია ცეცაძე იყო.

2024 წელს მან კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

სხვა სტატიები