Belive

მიკელ არტეტა: "როცა გუნდში მოვედი ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშებიც არ ჰქონდათ"

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლევერკუზენის ბაიერთან საწყისი შეხვედრის წინ საუბრობს.

"ვფიქრობ, ტურნირის შემდეგ ეტაპებზე მონაწილე გუნდებს შორის უნდა მოვხვდეთ, მაგრამ ფეხბურთში ეს მოედანზე უნდა დაამტკიცო. ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერს კონკრეტულ მატჩში მიღებული გადაწყვეტილებები წყვეტს და ამ დროს მეტოქეზე უკეთესად უნდა ითამაშო.

როცა გუნდში მოვედი, ბევრ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა. ახლა მათ ამ ტურნირის ბევრად უკეთ ესმით ახლა კი ეს უნდა ვაჩვენოთ.

ჩვენ ვიწყებთ სეზონის იმ ნაწილს, სადაც ყველა თამაში შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს. მანევრის ადგილი არ არის. ჩვენ ძალიან რთულ დაპირისპირებას ველოდებით ნამდვილად ძლიერი გუნდის პირისპირ.

ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის მატჩიდან მატჩამდე კონცენტრირება. ჩვენი ამოცანაა მეტოქეზე უკეთ ვითამაშოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ", - ამბობს მიკელ არტეტა.

ლონდონის არსენალი ლევერკუზენის ბაიერს 11 მარტს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები