Belive

"ტოტენჰემის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება" - ლუის ენრიკე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, უეფა სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ტოტენჰემს დაუპირისპირდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის დაწყებამდე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მედიასთან ისაუბრა.

ფიზიკური მზადყოფნა...

ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა ძალიან განსხვავდება იმისგან, როგორც ჩვეულებრივ ვართ ხოლმე, დასვენებისთვის ძალიან ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ვერაფერს შევცვლით კალენდარი ასეთია, ახლა ფინალში ვართ და გვინდა კარგი მატჩი ჩავატაროთ. ის, რაც გასულ სეზონში გავაკეთეთ ყველა გულშემატკივრის, კლუბისა და ფეხბურთელის ოცნება იყო. ჩვენ გვსურს ისტორიის წერა გავაგრძელოთ, ჩვენი მიზანი მეორე ჩემპიონთა ლიგაა. არავინ იტყოდა იმას, რომ ჩვენ გასულ სეზონში ევროპის ყველაზე დიდი ტურნირის მოგებას შევძლებდით, მაგრამ ყველას დავუმტკიცეთ, რომ ამის გაკეთება შეგვეძლო. მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ბედნიერები ვართ, რომ ეს ოცნება გვაქვს. - ლუის ენრიკე - პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი

ტოტენჰემის შესახებ...

ტოტენჰემის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, რადგან მათ მწვრთნელი შეცვალეს და შემადგენლობაც განსხვავებულია. არ ვიცი როგორ ითამაშებენ, რაღაც მიზეზს ნამდვილად არ ვეძებ, მაგრამ მხოლოდ 1 კვირაა რაც ვვარჯიშობთ. -

ოქროს ბურთზე...

ვფიქრობ, ეს ტიტული ინდივიდუალურად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი, როგორც გუნდის ერთადერთი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ გამარჯვება შეგვეძლო. ძალიან კარგია, რომ ბევრი კანდიდატი გვყავს, თუმცა სანამ ინდივიდუალურ ჯილდოებს მოიგებ, მანამდე გუნდურად კარგად უნდა ითამაშო და სწორედ არის ჩვენი მთავარი საზრუნავი. -

სამომავლო გეგმები...

ძალიან მიხარია, რომ ისევ აქ ვარ. წინ შესანიშნავი სეზონი გველის, რადგან ჯერ კიდევ შეგვიძლია ახალი ისტორიის დაწერა. ახალი სეზონიდან სხვა გამოწვევები გვექნება, რთულია, მაგრამ მთავარია, რომ თამაში გვიყვარს ეს ჩვენი ცხოვრების წესია, ამიტომ გვინდა, რომ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. -

ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ...

ყოველთვის რთულია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. ჯიჯი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და კარგი ადამიანია. ჩვენ სხვა ტიპის მეკარეს ვეძებთ, ეს ჩემი და კლუბის გადაწყვეტილებაა. - ლუის ენრიკე - პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები