Belive

ტოტენჰემის პრეზიდენტი: "იმედია, ერთ დღეს სტადიონთან ჰარი კეინის ძეგლს ვიხილავთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტოტენჰემის პრეზიდენტმა, დანიელ ლევიმ კლუბის კაპიტანსა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირზე, ჰარი კეინზე ისაუბრა.

"კეინს ნამდვილად შეუძლია "ტოტენჰემთან" ერთად ტიტულის მოგება, მაგრამ ლეგენდად ყოფნა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ის "ტოტენჰემის" საუკეთესო ბომბარდირია, ნიშნავს, რომ ჰარი ისტორიას წერს.

იმედი მაქვს, ერთ დღეს ჩვენი სტადიონის გარეთ ჰარი კეინის ქანდაკებას ვიხილავთ", - თქვა დანიელ ლევიმ.

ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი "ტოტენჰემის" აკადემიის აღზრდილია და ამ კლუბის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 2013 წლის ზაფხულის შემდეგ თამაშობს. მას "დეზების" მაისურით ყველაზე მეტი - 428 მატჩი აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი - 273 გოლი გატანილი, მის აქტივში ასევე 63 საგოლე პასია, თუმცა მან კლუბთან ერთად ტიტულის მოგება ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

სხვა სტატიები