Belive

"ტოტენჰემი მამარდაშვილს დაუკავშირდა" - ფაბრიციო რომანო

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უგო ლორისის მთავარ შემცვლელად "ბრენტფორდის" დავიდ რაია განიხილება, თუმცა, ორ კლუბს შორის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.

"ტოტენჰემს" რაიას სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტის გადახდა არ სურს. აღნიშნულიდან გამომდინარე, "სპურსის" მესვეურები გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირდნენ. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მამარდაშვილი "ტოტენჰემს" დაუკავშირეს. ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ტოტენჰემთან" და "ჩელსისთან" ერთად, ქართველი კიპერის სამსახურით "პორტუც" ინტერესდება.

სხვა სტატიები