Belive

ყველა დროის რეკორდსმენი - მამარდაშვილი ვალენსიას ისტორიაში შევიდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე - გიორგი მამარდაშვილი, "ვალენსიას" ისტორიაში შევიდა.

კერძოდ კი, 23 წლის ქართველი, "ვალენსიას" ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ლა ლიგაში ზედიზედ 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მამარდაშვილმა ხოსე მანუელ ოჩოტორენას გადაუსწრო, რომელიც ამჟამად "ვალენსიას" მეკარეების მწვრთნელია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ღირსებას 2021/2022 წლების სეზონიდან იცავს. მან 86 თამაშში მიიღო მონაწილეობა და კლუბის ერთ-ერთი შეუცვლელი მოთამაშეა.

სხვა სტატიები