Belive

ტოტენჰემი ბაიერნის შეთავაზებაზე უარს ამბობს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰარი კეინის შეძენით "ბაიერნი" ინტერესდება. მიუნხენელებმა "ტოტენჰემს" გუშინ ოციფიალური შეთავაზებაც გაუკეთეს, თუმცა, 80 მილიონ ევროზე "დეზებმა" უარი თქვეს. ფაბირიცო რომანოს მტკიცებით, აღნიშნულ ინფორმაციას "ტოტენჰემთან" დაახლოებული წყაროები ადასტურებენ. არ არის გამორიცხული, რომ "ბაიერნმა" კიდევ ერთი შეთავაზება გააკეთოს, რადგან "რეკორდმაისტერს" კეინის დამატება ძალიან სურს.

აღსანიშნავია, რომ ლონდონელებს გერმანული კლუბი აქამდეც გაუსტუმრებიათ უარით. წინა ჯერზე "ტოტენჰემმა" 57 მილიონზე თქვა უარი.

კეინი მხოლოდ "ბაიერნის" სამიზნე არ არის. ინგლისელი თავდამსხმელის შეძენით "მანჩესტერი" და "პსჟ-ც" ინტერესდება.

გასულ სეზონში ჰარიმ, ყველა ტურნირზე, 49 მატჩი ჩაატარა და აქედან 32-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

სხვა სტატიები