Belive

ტორპედომ სერია A-ს ყოფილი ფეხბურთელი და კიდევ 3 მოთამაშე დაიმატა 

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული, ქუთაისის ტორპედო უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნავს.

ქუთაისურმა კლუბმა, 4 ფეხბურთელი დაიმატა, რომელთაგან ორი უცხოელი, ორი კი ქართველი და კლუბის ყოფილი მოთამაშეა.

"ტორპედომ" 25 წლის ავღანელი ომრან ჰაიდარი და სერბი ცენტრალური ნახევარმცველი ნიკოლა ნიკოვიჩი დაიმატa, რომელიც 2017-2021 წლებში იტალიის სერია A-ს სხვადასხვა გუნდში თამაშობდა. ორი ლეგიონერის გარდა, ქართველთაგან გუნდს თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია და ცენტრალური მცველი, ანრი ჭიჭინაძე დაუბრუნდნენ.

ქუთაისის "ტორპედო" ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი გულიაშვილის "სარაევოს" დაუპირისპირდება. ბოსნიურ გუნდთან პირველი შეხვედრა ქუთაისში 13 ივლისს (21:00 საათზე დაიწყება), ხოლო საპასუხო მატჩი 20 რიცხვში (23:00 საათზე დაიწყება) გაიმართება.

სხვა სტატიები