Belive

ტორინოს მწვრთნელი საზონოვზე: ,,ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ტორინოს'' მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა, ,,ვერონასთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საბა საზონოვზე ისაუბრა:

საზონოვი? პერ სხუურსის მსგავსად, სწავლის მიმართ მიდრეკილებით ისიც გამოირჩევა და იცის, რაში უნდა მოუმატოს.

მან ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დამიტოვა. ფეხით თამაშსა და სისწრაფეში სამუშაო აქვს, მაგრამ პროგრესი უკვე მაჩვენა. ხვალ თამაში შეუძლია.'' - ივან იურიჩი

ხვალ, სერია A-ს მე-7 ტურში, ,,ტორინო'' ,,ვერონას'' უმასპინძლებს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

საზონოვის დებიუტი ტურინულ გუნდში გასულ ტურში, ,,ლაციოსთან'' სტუმრად გამართულ შეხვედრაში შედგა, რომელშიც საბა 27-ე წუთზე, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

სხვა სტატიები