Belive

"საბა შესაძლოა სალერნიტანასთან ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ" - Toro.it

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ტორინოს" ქართველი ფეხბურთელი საბა საზონოვი მზადაა, რომ "სალერნიტანას" წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშოს, ამის შესახებ ინფორმაციას ტურინული გამოცემა Toro აქვეყნებს. ალესანდრო ბონჯორნო დაგროვებული 5 ყვითელი ბარათის გამო ვერ ითამაშებს, ამიტომ ძირითადში შესაძლოა ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ.

იტალიური სპორტული გამოცემის თქმით - "ფეხბურთში არის შესაძლებლობები, რომლებიც არ უნდა დაკარგო, ერთ-ერთი მათგანია ის, რაც, სავარაუდოდ, კვირას საბას შემთხვევაში მოხდება".

ალესანდროს არყოფნაში მისი რეალური შემცვლელი სწორედ ქართველი მცველი ტორინოს მე-15 ნომერია. დაცვის ხაზში დიდი არჩევანი არ არის, ხელმისაწვდომია მხოლოდ 3 ფეხბურთელი: რიკარდო როდრიგესი, საბა საზონოვი და კოფი ჯიჯი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გუნდს ახალწვეული ჰყავს მატეო ლოვატოს სახით, რომელიც პოზიციით მცველია და შესაძლოა დებიუტი სწორედ "სალერნიტანას" წინააღმდეგ მატჩში ჰქონდეს.

Toro-ს სტატიაში წერია, რომ საზონოვი მატჩისთვის მზად არის. საზონოვმა ბევრი იშრომა, იურიჩი ("ტორინოს" მწვრთნელი) ხედავს ქართველის შრომისმოყვარეობას და სწორედ ამიტომ უყვარს ის. საბას სურს, რომ თავისი თამაში გააუმჯობესოს და ეს ყოველი მატჩისას კარგად ჩანს, სწორედ ამიტომ შეიძლება, რომ მან პირველივე წუთებიდან დაიწყოს. "კალიარის" წინააღმდეგ მატჩში საბამ თავისი გუნდი ბოლო წუთზე გაშვებული გოლისგან გადაარჩინა, მას 2023/24 წლების სეზონში რთული სტარტი ჰქონდა, მაგრამ უკვე შემადგენლობაში კარგად ჯდება. იურიჩის განცხადებით საბა ცენტრალური მცველის პოზიციის მოთამაშეა.

იტალიური გამოცემა: "საზონოვი, უბრალო ბიჭი…"

საბა ტურინში ზაფხულში ჩავიდა, ქართველი ფეხბურთელი იტალიურ გუნდში მოსკოვის "დინამოდან" 2.75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, დიდი კონკურენციის მიუხედავად მან 6 თამაშში მონაწილეობა მიიღო. ის უბრალო ბიჭია, რომელიც ვარჯიშზე წასასვლელად არა მანქანით არამედ ტრავმაით დადის.

"კალიარი" - "ტორინის" მატჩის შემდეგ მან თქვა:

ბონჯორნო სალერნიტანასთან დისკვალიფიცირებული იქნება, ეს შეიძლება იყოს ჩემი შანსი. შეიძლება, თავიდანვე ვითამაშო და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია რადგან ეს იქნება მეორე მატჩი, სადაც ძირითად შემადგენლობასი თამაშს დავიწყებ. - საბა საზონოვი

ქართველმა ფეხბურთელმა ძირითადში პირველად ვერონასთან ითამაშა, მაგრამ პირველივე ტაიმის 26-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

სხვა სტატიები