Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ტორინოს წინააღმდეგ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს 28-ე ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ტორინოს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ნეაპოლელთა რიგებში ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ 61-ე წუთზე გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა, მაგრამ "ტორინომ" მალევე აღმოფხვრა ჩამორჩენა და 64-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

ხვიჩა კვარაცხელიამ და "ტორინოს" მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა Sofascore-ის მიხედვით საუკეთესო შეფასება 8.0 დაიმსახურეს. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩში შეუცვლელად ითამაშა, კარში 4-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ კარისკენ და 2 დარტყმული დაუბლოკეს. 3 შესრულებული დრიბლინგიდან 1 წარმატებული იყო. ბურთს 70-ჯერ შეეხო, 41 გადაცემიდან 36 ზუსტად შეასრულა (88%), 8 ორთაბრძოლიდან 3-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო შეფასება 8.0 დაუწერა.

სხვა სტატიები