Belive

"ჩვენ ვართ ნაპოლი, ძლიერი გუნდი და არ გვეშინია მოწინააღმდეგის" - ფრანჩესკო კალცონა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს 28-ე ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ტორინოს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ნეაპოლელთა რიგებში ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ 61-ე წუთზე გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა, მაგრამ "ტორინომ" მალევე აღმოფხვრა ჩამორჩენა და 64-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ შეხვედრის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

უაღრესად კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. მათ მოედანზე დიდი კრეატიულობა და ტაქტიკური დისციპლინა აჩვენეს. მე მხოლოდ შექება შემიძლია, ჩვენ აბსოლუტურად ვფლობდით უპირატესობას. მათ მხოლოდ ერთი გოლის გატანის შესაძლებლობა მივეცით. თუ ამ დონეს შევინარჩუნებთ, შორს წავალთ.

"ბარსელონასთან" მატჩი? ჩვენ ამ შეხვედირსთვის ისეთივე მონდომებით მოვემზადებით, როგორც ყოველთვის. ჩვენ ვართ "ნაპოლი", ძლიერი გუნდი და არ გვეშინია მოწინააღმდეგის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო კვარაცხელიას განსაკუთრებული წვლილი, განსაკუთრებული მოთამაშის, რომელსაც ვენდობი და კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ გამოეხმაურა ის ჩემს მითითებებს. მარიო რუი ასევე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.

ვნანობ, რომ მეორე ტაიმში 52-დან მხოლოდ 24 წუთი ვითამაშეთ, მაგრამ გუნდმა ყველაფერი გაიღო, რათა მოგება ეცადა. მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გადავდგით იმ ბიჭების წყალობით, რომლებმაც დიდი თავდადება გამოიჩინეს როგორც ტაქტიკური თვალსაზრისით, ასევე სხვა ასპექტებით. ბიჭებს ხაზგასმით ვუთხარი, რომ ჩემი მენეჯმენტის დროს ყოველთვის ვიღებდით გოლებს, რაც არ არის კარგი. დღეს ჩვენ გავაუმჯობესეთ ნახევარდაცვაში თამაში, თუმცა ვაღიარებ, რომ რაღაცეების მოსამზადებლად ცოტა დრო რჩება და პრიორიტეტები უნდა დავადგინოთ.

ჩვენი ახალგაზრდები იზრდებიან და მიუხედავად იმისა, რომ რაღაცას ვაღიარებთ, ამ ასპექტსაც თანდათან გამოვასწორებთ. რაც შეეხება ორსატოს მსაჯობას, ვწუხვარ, რომ რეალური დრო შეზღუდული იყო. კიდევ რამდენიმე წუთი, რომ მოეცა უფრო სწორი იქნებოდა.

ახლა გუნდს უნდა მივაწოდო თვითრწმენა, მაგრამ დრო შეზღუდულია. ამ დროს რაღაცეების შეცვლამ შეიძლება გონებრივი დაბნეულობა გამოიწვიოს. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზას, რათა გუნდის სიმყარე და ნდობა გარანტირებული იყოს. - ფრანჩესკო კალცონა - "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები