Belive

ტორინომ დაადასტურა, რომ საზონოვის გაშვებას აპირებს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის თასის მერვედფინალურ დაპირისპირებაში, სადაც რომა ტორინოს მასპინძლობდა (2:3), სტუმართა გუნდის განაცხადში ისევ ვერ მოხვდა ქართველი ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი. ამის მიზეზი ისაა, რომ იტალიურ კლუბს საბას გაყიდვა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა.

ტორინოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაკიმ დაადასტურა, რომ საზონოვის (კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის) განაცხადს მიღმა დატოვების მიზეზი ისაა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და კლუბს ამ მოთამაშეების გასხვისება უნდა.

ესენი არიან ფეხბურთელები (საბა საზონოვი, კრისტიან ასლანი, ნილს ნკუნკუ), რომლებიც ტრანსფერზე არიან, ეს საკმაოდ ნათელია.

რამდენიმე სხვა ფეხბურთელს მცირე ფიზიკური პრობლემა აქვს.
ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. როგორც არაერთხელ ავხსენი, 32 მოთამაშე გვყავს და ვიღაც უნდა წავიდეს. - განაცხადა ჯანლუკა პეტრაკიმ

საბა საზონოვის ტრანსფერი, ხეტაფეში, გასულ ზაფხულს, ბოლო დღეს ჩავარდა, ტორინომ კი ქართველი სერია A-ს განაცხადს მიღმა დატოვა.

საზონოვი ტორინოს 2023 წელს შეუერთდა, შემდეგ იჯარით ემპოლიში იყო, თუმცა ამ კლუბში, ტრავმის გამო, არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.