Belive

ტორგან აზარი სეზონის ბოლომდე პსვ-ში ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის ,,ბორუსიას'' ნახევარმცველი, ტორგან აზარი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ,,პსვ ეინდჰოვენში'' ითამაშებს.

,,ეს შესანიშნავი გუნდია. პსვ ნიდერლანდების ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, კლუბი, ასევე, ქვეყნის თასსა და ევროტურნირზე ასპარეზობს. ამ დიდ მატჩებში მონაწილეობის მიღებას მოუთმენლად ველი,'' - განაცხადა აზარმა.

მიმდინარე სეზონში ტორგან აზარის ანგარიშზე ,,ბორუსიას'' მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 1 გოლი იყო.

19 ტურის შემდეგ ,,პსვ'' 38 ქულით ნიდერლანდების ერედივიზიონის მესამე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ფეიენოორდს'' 4 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები