Belive

"TOP 1000 მცველშიც არ ხარ, ნუ ტლიკინებ ბევრს" - მოურინიომ კარაგერს შეუტია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა - ჟოზე მოურინიომ, ლივერპულის ყოფილ მცველს და ამჟამად სპორტულ ანალიტიკოსს - ჯეიმი კარაგერს შეუტია და მას გაჩუმებისკენ მოუწოვა.

ჟოზემ კარაგერზე საკმაოდ უხეშად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისელ მცველს არ აქვს უფლება აკრიტიკოს სხვა ფეხბურთელები თუ მწვრთნელები.

"ჯეიმი კარაგერი ძალიან ბევრს ლაპარაკობს იმ ადამიანისთვის, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში 1000 საუკეთესო მცველშიც კი არ შედის. როგორ შეუძლია ადამიანს, რომელსაც პრემიერ ლიგა არასდროს მოუგია, ისაუბროს იმაზე, თუ რა არის საჭირო პრემიერ ლიგის მოსაგებად?" - ჟოზე მოურინიო

შეგახსენებთ, რომ ჯეიმი კარაგერი ხშირად გამოირჩევა მანჩესტერ იუნაიტედისა და მათი ფეხბურთელების ხუმრობითა და დაცინვით.

კარაგერი მთელი კარიერის განმავლობაში "ლივერპულის" ღირსებას იცავდა. მან საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ კლუბში 1996 წელს დაიწყო და 2013 წელს დაასრულა.

სხვა სტატიები