Belive

"ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ" - ლუის ენრიკე

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, "ასტონ ვილა" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდა და 3:2 გაიმარჯვა. "ვილა პარკზე" განცდილო მარცხის მიუხედავად, ორი მატჩის ჯამში პარიზელებმა 4:5 გაიმარჯვეს და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდნენ, სადაც "რეალსა" და "არსენალს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია გაიმართა. "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა მეტოქე გუნდი შეაქო და 1/2-ფინალურ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლა ყოველვის რთულია. ზედიზედ მეორე წელია ამას ვახერხებთ და უზომოდ ბედნიერები ვართ. საკმაოდ მძიმე მატჩი გამოვიდა. მართალია, ჩვენთვის საუკეთესო სცენარით დაიწყო და 2 გოლი გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ძალიან გაგვიჭირდა.

კვლავ ვიტყვი, რომ უზომოდ ბედნიერი ვარ. ჩვენთვის რთული წელი გამოვიდა, რადგან გუნდის გარშემო მუდმივად ეჭვი სუფევდა, თუმცა ვთვლი, რომ შარშანდელზე ძლიერები ვართ. თითოეული ტიტულის მოსაოვებლად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

ზედმეტად თავდაჯერებული არასდროს უნდა იყო, რადგან საფეხბურთო მატჩში ნებისმიერ წამს შეიძლება შეიცვალოს მოვლენები. "ასტონ ვილა" ძალიან კარგი გუნდია, მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ და დღეს შესანიშნავად ითამაშეს. ამ ყველაფერს პოზიტიურად უნდა მივუდგეთ. - ლუის ენრიკე.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალურ ეტაპზე, პარიზული გრანდი მადრიდის "რეალსა" და "არსენალს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები