"ტიტულების მოსაგებად სატრანსფერო ბაზარზე საუკეთესო უნდა იყო" - მიკელ არტეტა
ლონდონის არსენალი 2024/25 წლების სეზონშიც ტიტულის გარეშე დარჩა. ჩრდილო ლონდონელთათვის ალბათ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა აღმოჩნდა, რომ ევროპა ლიგის ინგლისურ ფინალში მათმა საძულველმა ტოტენჰემმა მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა და 17-წლიანი მშრალი სერია შეწყვიტა.
სოციალურ ქსელებში მიკელ არტეტას კომენტარი გავრცელდა, სადაც არსენალის მთავარი მწვრთნელი საუბრობს, თუ რა არის საჭირო მნიშვნელოვანი ტიტულის მოსაგებად.
თუ გინდა, რომ მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო, სატრანსფერო ბაზარზე საუკეთესო გუნდი უნდა იყო. კლუბები, რომლებიც ამ დონეზე ასპარეზობენ და იგებენ, ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.
შესაძლო ტრანსფერებთან დაკავშირებით, კონკრეტული სახელების თქმა გამიჭირდება, მაგრამ კლუბი ახლა იმ პოზიციაში იმყოფება, რომ მომავალ სეზონში დიდი ტიტული მოიგოს. ყველას სჯერა, რომ ამ ქვეყანასა და ევროპაში ელიტური კლუბი ვართ. - მიკელ არტეტა.
🚨🔴⚪️ Arteta on Rodrygo links for Arsenal: “I won’t name any specific player but we have brought the club into a position that next season, you HAVE to win a major trophy”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 22, 2025
“Everybody believes that we are an elite team in this country and in Europe. Arsenal is there”.
“We have… pic.twitter.com/niPKoX4snz
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 2024/25 წლების საჩემპიონო დავა არსენალმა ლივერპულთან დათმო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას - ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს არსენალი 1/2-ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.