Belive

არსენალის ჯოჯოხეთი გრძელდება - საკა და ოდეგორი კვლავ დაიმტვრნენ

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

სეზონი დაიწყო და რაღაცები კვლავ არ იცვლება - მაგალითად ის, რომ არსენალს კვლავ ფეხბურთელი-ფეხბურთელზე ემტვრევა და გუნდს აკლდება.

პრემიერ ლიგის დაწყებიდან 2 ტურის შემდეგ, მეთოფეებს - ბუკაიო საკა, კაი ჰავერცი და მარტინ ოდეგორი ტრავმის გამო გამოაკლდათ. ბუკაიო საკაზე უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ იგი 3-4 კვირას გამოტოვებს და მინიმუმ სექტემბერის სანაკრებო მატჩების შემდეგ დაბრუნდება, იგივე იწერება კაი ჰავერცზეც, თუმცა მარტინ ოდეგორის ტრავმა არ არის ძალიან მძიმე და ვარაუდობენ, რომ იგი დაახლოებით 10 დღეში დაიწყებს ვარჯიშს.

მარტინ ოდეგორი და ბუკაიო საკამ ტრავმა ლიდსთან 5:0 გამარჯვების მატჩში მიიღეს - ნორვეგიელმა ნახევარმცველმა მოედანი პირველივე ტაიმში, მატჩის 38-ე წუთზე დატოვა, ხოლო ბუკაიო საკამ კი, პირველი ტაიმის მიწურულს თავი გოლით გამოიჩინა, 53-ე წუთზე კი ტრავმის გამო იძულებით შეცვალეს.

პირველ ტურში მიიღო ტრავმა კაი ჰავერცმაც, გარდა ამისა, არსენალის ლაზარეთში კიდევ - გაბრიელ ჟესუსი და კრისტიან ნორგაარდი არიან.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსენალი სეზონს ბრწყინვალედ და უდანაკარგოდ იწყებს. ლონდონელებმა პრემიერ ლიგის საწყის 2 ტურში ორივე მატჩი დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

მეთოფეები შემდეგ მატჩს 31 აგვისტოს, სტუმრად ლივერპულის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები