Belive

თითქმის გადაწყვეტილია - მონტელა თურქეთის ნაკრებს დატოვებს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის ეროვნულ ნაკრებს თითქმის გადაწყვეტილი აქვს, რომ ვინჩენცო მონტელას თანამდებობიდან გაათავისუფლებს, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი კი არდა თურანია.

იტალიელ სპეციალისტს თურქეთის ეროვნულ ნაკრებში ძალიან ცუდი პერიოდი აქვს, მას ბოლო შვიდი მატჩიდან 6 მარცხი უფიქსირდება და სწორედ ამიტომ დადგა მისი გათავისუფლების ამბავი დღის წესრიგში, ინფორმაციას თურქულ გამოცემებზე დაყრდნობით Gazzetta dello Sport ავრცელებს.

არდა თურანი ამჟამად დონეცკის შახტარს წვრთნის, ის უკრაინულ გუნდში 2025 წელს დაინიშნა.

ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილი თურქეთის ეროვნული ნაკრების შედეგები ერთა ლიგის ბოლო 4 მატჩში ასეთია: 4-დან 4 მარცხი - 0 ქულა, ბურთების შეფარდება 2/11-თან.

მონტელა, რომელმაც თურქეთის ნაკრები 2023 წლის სექტემბერში ჩაიბარა და 2025 წლის ივნისში კონტრაქტი 2028 წლის ევროპის ჩემპიონატამდე გაახანგრძლივა, ადგილობრივი პრესის ცნობით, კომპენსაციის სახით ხუთი თვის ხელფასს მიიღებს. ვინაიდან მისი ყოველთვიური ანაზღაურება 180 000 ევროზე მეტს შეადგენს, კომპენსაციის საერთო თანხა 915 000 ევროს მიაღწევს.

სხვა სტატიები