Belive

ოფიციალურად: თურქეთმა ვინჩენცო მონტელა გაათავისუფლა

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, თურქეთის ეროვნული ნაკრებიდან ვინჩენცო მონტელა გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

52 წლის სპეციალისტის გაწვრთნილმა ნაკრებმა ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო, ხოლო ბოლო 4 შეხვედრიდან 4 მარცხი განიცადა და ბურთების შეფარდებაც კატასტროფულად ცუდი ჰქონდა 2 გატანილი - 11 გაშვებულის წინააღმდეგ.

ვინჩენცო მონტელა თურქეთის ეროვნულ ნაკრებში 2023 წელს დაინიშნა და გუნდს 40 მატჩში უხელმძღვანელა, ამ დროის განმავლობაში მან ნაკრები როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზეც გაიყვანა. თურქეთმა მისი ხელმძღვანელობით 21 შეხვედრა მოიგო, 5-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო 14-ში დამარცხდა.

თურქული გამოცემების ცნობით, მონტელას შემცვლელად არდა თურანს მოიაზრებენ ის ამჟამად დონეცკის შახტარს წვრთნის, რომელიც უკრაინულ გუნდში 2025 წელს დაინიშნა.

სხვა სტატიები