ტიმ კრულმა 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
37 წლის ასაკში, ნიდერლანდელმა მეკარემ - ტიმ კრულმა, საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, ოჯახსა და მის მეგობრებს მადლობა გადაუხადა.
This is where it all began, at the age of 5, a boy with big dreams. 32 years later, I've returned to the same place, I couldn’t have imagined the rollercoaster journey I would experience. There are so many memories that words can’t describe.
— Tim Krul (@TimKrul) September 23, 2025
Thanks for it all.
Forever grateful pic.twitter.com/EFXWAho3zQ
ტიმ კრული წლების განმავლობაში პრემიერ ლიგის კლუბებში თამაშობდა, საიდანაც ყველაზე დასამახსოვრებელი ნიუკასლი და ნორვიჩია. მან ნიუკასლის მაისურით 160, ხოლო ნორვიჩის მაისურით 163 თამაში ჩაატარა.
კრულს ნიდერლანდების ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ეროვნულ ნაკრებში კი 2011 წლიდან ირიცხებოდა.
საფეხბურთო სამყაროს მუდამ ემახსოვრება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში, კოსტა რიკის წინააღმდეგ, 120-ე წუთზე მისი მოედანზე შემოსვლა, რომელსაც თერთმეტმეტრიანების სერიაში 2 პენალტის მოგერიება მოჰყვა, რითაც ნიდერლანდები მსოფლიო ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდში მოახვედრა.