ტიაგო სილვას შვილი იაგო ინგლისის 15-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფლუმინენსეს, ბრაზილიელი ვეტერანი ფეხბურთელი ტიაგო სილვას შვილი იაგო ინგლისის 15-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. 14 წლის ახალგაზრდასთვის ეს ნაკრებში პირველი გამოძახებაა და მან ეს ამბავი სოციალური ქსელითაც გაავრცელა.
იმისდა მიუხედავად, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერჯერობით ინგლისის 15-წლამდელთა გუნდში იასპარეზებს, მას მომავალში არჩევანი კვლავ ექნება, რომ მამის მსგავსად ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს.
ლეგენდარული ცენტრალური მცველი, ტიაგო სილვა ამჟამად 41 წლისაა და ფლუმინენსეში ასპარეზობს, ეროვნულ ნაკრებში კი 113 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ამ დროის მანძილზე 7 გოლის გატანა მოასწრო.