Belive

ტიაგო სილვას ვაჟმა ჩელსისთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გამოცდილი ცენტრალური მცველის, ტიაგო სილვას ვაჟმა, 17 წლის ისაგო სილვამ ლონდონის ჩელსისთან კარიერაში სადებიუტო, პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

ისაგო სილვა ლონდონური გუნდის აკადემიას 13 წლის ასაკში შეუერთდა, ყველა საფეხური წარმატებით გაიარა და გასულ სეზონში 18-წლამდელთა გუნდში დებიუტიც შედგა. 18-წლამდელთა პრემიერ ლიგაში მონაწილეობის მიღების გამოცდილების მქონე ფეხბურთელს როგორც ცენტრალური, ისე მარცხენა მცველის პოზიციებზე თამაში შეუძლია.

41 წლის ტიაგო სილვა, რომელსაც მილანში, პსჟ-ში, ლონდონის ჩელსიში და ბრაზილიის ნაკრებში წარმატებული თამაშის და ტიტულების მოგების მდიდარი გამოცდილება აქვს, ახლა ფლუმინენსეს კაპიტნობს.

სხვა სტატიები