Belive

თორნიკე კაპანაძემ შესაძლოა დინამო თბილისი დატოვოს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი ალბათობით, თორნიკე კაპანაძე "დინამო თბილისს" დატოვებს. Live.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 28 წლის თავდამსხმელს დაემშვიდობება. კაპანაძეს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 დეკემბრამდე აკავშირებს. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფორვარდი, თუმცა შესაძლოა ის 18-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ წყალტუბოს "სამგურალს" შეუერთდეს. 20 იანვარს, "დინამო თბილისი" ანტალიაში შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც გიორგი ნემსაძემ 25 ფეხბურთელი იახლა, სიაში თორნიკე კაპანაძე არ აღმოჩნდა. კაპანაძე "დინამოს" 2020 წლის იანვარში, ქუთაისის "ტორპედოდან" შეუერთდა და 13 შეხვედრაში 3 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. კაპანაძე "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

სხვა სტატიები