The Athletic - მესი ინტერ მაიამის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა
The Athletic, Eurosport და სხვა გავლენიანი მედია საშუალებები, ლეო მესის ტრანსფერის შესახებ აქტიურად სპეკულირებენ.
უკანასკნელი ცნობების თანახმად, არგენტინელი სუპერვარსკვლავი "ინტერ მაიამის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. წყაროს მტკიცებით, MLS-ის ბინადარი გუნდი, მესის ტრანსფერს მომავალ წელს გეგმავს და მის გადასაბირებლად ყველა ღონეს იხმარს.
აღნიშნულ ინფორმაციას, "ინტერ მაიამის" წარმომადგენლებთან დაახლოებული პირი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი - დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.
Inter Miami expect to sign Lionel Messi and are hoping to complete a deal in the next few months, despite PSG pushing for a renewal and Barcelona’s interest, reports @David_Ornstein pic.twitter.com/yZjb3jYaqH
— B/R Football (@brfootball) October 31, 2022
35 წლის მესი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში იმყოფება. "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 შეხვედრაში, მესის ანგარიშზე 12 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.