"თავს დამნაშავედ ვგრძნობ, იქნებ ლამპარდი ისევ აქ ყოფილიყო" - ტიმო ვერნერი ყოფილი მწვრთნელის გამო წუხს
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა თქვა, რომ გუნდიდან ფრენკ ლამპარდის გაშვების გამო, თავს დამნაშავედ გრძნობს. გერმანელი ფეხბურთელი 2020 წლის ზაფხულში ლონდონურმა კლუბმა სწორედ ახალგაზრდა ინგლისელი სპეციალისტის ინიციატივით, 53 მილიონ ევროდ "ლაიფციგიდან" გადაიბირა, თუმცა, სეზონის პირველ ნახევრში მან მასზე გაცემული ავანსების გამართლება ვერ შეძლო, პრემიერ ლიგაში პირველი გოლი კი ოქტომბერში, "საუთჰემპტონის" კარში (3:3) გაიტანა. გერმანიის ნაკრების ფორვარდს 14-მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა, რამაც ლოგიკურად, გუნდის შედეგებზე იმოქმედა და საბოლოოდ ამან კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნა გამოიწვია. 24 წლის შემტევმა 28 მარტს, "მანჩესტერ იუნიტედთან" (0:0) პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრამდე, Sky Sports-თან ინტერვიუში ამ თემაზე გულწრფელად ისაუბრა.
ამჟამად, ტიმოს აქტივში პრემიერ ლიგაში გატანილი 5 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, ყველა ტურნირის ჯამში კი მეტოქის კარის აღება მან 10-ჯერ მოახერხა და თანაგუნდელებს 9-ჯერ გაატანინა.🗣️ "If I'd scored four or five more goals maybe the old manager would still be here" Timo Werner sat down for a fascinating in-depth chat with @skysports_PatD to talk guilt, PL shock and season targets 📺 Watch the interview on Super Sunday — Sky Sports Premier League (@SkySportsPL) February 28, 2021