Belive

ტერზიჩი: ,,შარშან ჩემპიონობა ბოლო მატჩში დავთმეთ, ახლა შეგვიძლია, ქომაგებს სანაცვლოდ რაღაც მივცეთ''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის ,,ბორუსიას'' მთავარმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმა, ,,პარი სენ ჟერმენთან'' მოგებულ მატჩსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე ისაუბრა:

,,პსვ ეინდჰოვენთან პირველ შეხვედრამდე ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მოკლე შეიძლებოდა ყოფილიყო ლონდონამდე მიმავალი გზა. მაშინ ბევრი საგონებელში ჩავარდა...

გასულ სეზონში გერმანიის ჩემპიონობა ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე დავკარგეთ, ბედნიერი ვარ, რომ ახლა შეგვიძლია, გულშემატკივრებს სანაცვლოდ რაღაც მივცეთ! ყოველ თამაშში ვიზრდებოდით და საბოლოოდ მივხვდით, რომ შეგვეძლო ვყოფილიყავით გუნდი, რომელიც ყველას გააოცებდა.

ბევრჯერ გადავრჩით, თუმცა სტუმრად ძალიან კარგად ვითამაშეთ კლუბის წინააღმდეგ, რომელიც შეტევაში ძლიერია. ორივე მატჩში ვიმარჯვეთ და კარი მშრალად შევინახეთ, ეს რაღაც წარმოუდგენელია! მეტოქეს გამორჩეულად გუნდური ფეხბურთი შევთავაზეთ, ეს რომ არა, გოლის არგაშვება შეუძლებელი იქნებოდა.

თუ ამ ყველაფრის აღსაწერად ერთი სიტყვა უნდა ვიპოვო, ეს სიამაყეა! ვამაყობ ჩემი გუნდითა და პერსონალით, თუმცა ოცნება ჯერ არ დაგვისრულებია!'' - ედინ ტერზიჩი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,დორტმუნდმა'' ,,პარი სენ ჟერმენს'' 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა (2:0 ორი მატჩის ჯამში).

გადამწყვეტ შეხვედრაში ტერზიჩის გუნდის მეტოქე დღეს, ,,რეალისა'' და ,,ბაიერნის'' დაპირისპირებაში გამოვლინდება.

სხვა სტატიები