Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ლე ავრთან მატჩში?

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის 30-ე ტურში "პსჟ"-მ "ლე ავრს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:1 მოუგო. ანგარიში რეალურად არ გამოხატავს იმ სცენარს, რაც მოედანზე ხდებოდა. მატჩზე სრული კონტროლი პარიზულ გრანდს ჰქონდა და საკმაოდ ნელ ტემპში მიჰყავდა შეხვედრა სასურველი ანგარიშისკენ. ლუის ენრიკემ ძირითადის ბევრი ფეხბურთელი დაასვენა და მათ შორის კვარაცხელიაც, რომელიც სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა.

ანგარიში დეზირე დუემ მე-8 წუთზე გახსნა, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სტუმრებს კარში არ დაურტყამთ, მაშინ როცა მათი მეკარე საკუთარი გუნდის გადარჩენით ხშირად იყო დაკავებული. მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში სხვაობა განსალუ რამუშმა გაზარდა. მე-60 წუთზე ისა სუმარემ 1 ბურთი გაქვითა, თუმცა სულ ეს იყო, რაც ლე ავრმა მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 73-ე წუთზე შემოვიდა, მან ბრედლი ბარკოლა შეცვალა. ხვიჩა მხოლოდ 12-ჯერ შეეხო ბურთს და 100%-იანი პასების მაჩვენებელი ჰქონდა. სათამაშო წუთების გათვალისწინებით, ქართველის შეფასება საშუალოზე დაბალი (5.9-დან 6.2-დე) გამოვიდა.

პსჟ 3 დღეში სტუმრად, "ნანტის" წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები