Belive

ტერ შტეგენი: ,,ლიგის ფინალში 2015 წლიდან არ გვითამაშია, მაგრამ ჩვენი დროც მოვა''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიიის ,,ბარსელონას'' მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, ,,ნაპოლისთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ნაპოლი კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა. თუმცა, ჩვენ საკუთარი საქმის კეთებას განვაგრძობთ და რაც უფრო დიდ ყურადღებას გავამახვილებთ ჩვენს ფეხბურთზე, მით უკეთესი იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

ჩვენივე შეცდომების გამო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2015 წლიდან არ გვითამაშია. თუმცა, ჩვენი დროც მოვა. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა ყველა ფეხბურთელის სურვილია და ძალიან მოტივირებულები ვართ.

კვარაცხელია და ოსიმენი? პირველ მატჩში მათი სამი შემტევის წინააღმდეგ თავი კარგად დავიცავით, ვცდილობდით, რომ მომენტები ვერ შეექმნათ. ერთი გოლის გატანა შეძლეს და არ გვინდა, რომ გოლი ისევ გავუშვათ.'' - ტერ შტეგენი

ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ბარსელონა” ,,ნაპოლის” უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სხვა სტატიები