Belive

ტენერიფე დე მიგელის შვილს სრულწლოვანობამდე დააფინანსებს

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტრაგიკულად დაღუპული ხესუს დე მიგელის ხსოვნის პატივსაცემად, ტენერიფემ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო: კლუბი ფეხბურთელის ერთი წლის ქალიშვილს, კარლას, 18 წლის ასაკამდე ფინანსურად მუდმივად უზრუნველყოფს. 30 წლის თავდამსხმელი ესპანეთის მეორე დივიზიონის მატჩის მიმდინარეობისას, მეტოქესთან შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმით ამ კვირაში გარდაიცვალა.

ჩვენი მიზანია, ბოლომდე გვერდში დავუდგეთ ამ პატარა გოგონას და დავარწმუნოთ, რომ მთელი ტენერიფეს ოჯახი მასზე იფიქრებს. გვსურს, მის გვერდით ვიყოთ სულ მცირე მანამ, სანამ ის სრულწლოვანი გახდება. ეს არის პირობა, რომელიც ჩვენი მთავარი აქციონერის, რაიკო გარსიას ინიციატივით დავდეთ და მას მთელი კლუბი ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს. - განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანტონიო მანუელ პორო გრანადოსმა

ტენერიფეს ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრან სოლმა, სპეციალური საქველმოქმედო ფონდი გახსნა, რომელშიც უკვე 100 000 ევროზე მეტია შეგროვებული. ინიციატივას ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები, ალვარო მორატა და ალექს ბაენაც შეუერთდნენ.

სხვა სტატიები