Belive

ტენ ჰაგმა მანჩესტერის მწვრთნელებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა პრემიერ ლიგაში 20 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 12-ჯერ დატოვა მოედანი გამარჯვებულმა. ნიდერლანდელი სპეციალისტი ერთადერთია "წითელი ეშმაკების" თავკაცებიდან, რომელმაც ეს შეძლო.

მას შემდეგ, რაც ტენ ჰაგმა "იუნაიტედი" ჩაიბარა გუნდის სათამაშო ფორმა აშკარად გაუმჯობესდა. მათი მოგების პროცენტულობა 72.73%-ს უტოლდება. ამ სეზონში მანჩესტერელებმა 12 მატჩი მოიგეს, 5 წააგეს და სამჯერ გაიყვეს ქულები მეტოქესთან. პრემიერ ლიგის გათამაშებაში მათ 39 ქულა აქვთ და მე-4 პოზიციას იკავებენ.

"მანჩესტერს" შემდეგი შეხვედრა 4 თებერვალს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ელის. აღნიშნული დაპირისპირება 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები