Belive

ტენ ჰაგი: ,,ბევრი ფეხბურთელი 700 მატჩს ვერ ატარებს, რონალდუმ კი 700 გოლი გაიტანა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი, კრიშტიანუ რონალდუს მიღწევას გამოეხმაურა. პორტუგალიელს საკლუბო კარიერაში 700 გოლი დაუგროვდა.

,,ეს ფენომენალურია. ფეხბურთი გუნდური სპორტია. ვფიქრობ, კრიშტიანუმ იცის, რომ გუნდის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ, მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ 700 გოლი უდიდესი ინდივიდუალური მიღწევაა.

ბევრი ფეხბურთელი 700 მატჩს ვერ ატარებს, მან კი 700 გოლი გაიტანა. ასე რომ, რონალდუს გამო ძალიან ბედნიერი ვარ და ვულოცავ,'' - ტენ ჰაგის სიტყვებს ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ვებგვერდი ციტირებს.

კრიშტიანუმ მე-700 გოლი პრემიერლიგის გასულ ტურში, ,,ევერტონთან'' შეხვედრაში გაიტანა.

პორტუგალიელს 450 გოლი ,,რეალის'' შემადგენლობაში აქვს გატანილი, 144 - ,,მანჩესტერ იუნაიტედის'', 101 - ,,იუვენტუსის'', 5 კი - ,,სპორტინგის''.

სხვა სტატიები