თემურ ქეცბაია ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი აღარ არის
თემურ ქეცბაია ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ქართველი მწვრთნელი კვიპროსულ კლუბში გასულ წელს დაინიშნა და კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ ნაადრევად გაათავისუფლეს. 57 წლის სპეციალისტი ანორთოსისში მხოლოდ 148 დღე მუშაობდა, რა დროშიც გუნდი მოედანზე 20-ჯერ გაიყვანა და 5 მატჩი მოიგო, 7-ჯერ ფრე ითამაშა, ხოლო 8 მატჩში დამარცხდა.
კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში ანორთოსისი ამჟამად მე-11 პოზიციაზეა (4 მოგება, 8 ფრე, 8 მარცხი).
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერა 2004 წელს სწორედ ანორთოსისში დაიწყო, შემდეგ კი მუშაობდა ოლიმპიაკოსში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, აპოელში, აეკში, ორენბურგში, კვლავ ანორთოსისში, კვიპროსის ეროვნულ ნაკრებსა და ჯერჯერობით მისთვის ბოლო კლუბი მესამედ იყო ანორთოსისი.
ქართველი სპეციალისტი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 3-ჯერ გახდა კვიპროსის ჩემპიონატის გამარჯვებული, 2-ჯერ კვიპროსის თასის მფლობელი, ხოლო ერთხელაც კვიპროსის სუპერთასს დაეუფლა.