Belive

"თავს ჩემპიონებად ჯერ არ ვგრძნობთ" - ჰანსი ფლიკი

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში გამართული "ელ კლასიკო" კვლავ "ბლაუგრანას" გამარჯვებით დასრულდა. მადრიდის "რეალი" კილიან მბაპეს დუბლით დაწინაურდა, თუმცა კატალონიელებმა თამაშის შემოტრიალება და პრინციპული მატჩის მოგება (4:3) შეძლეს.

"ელ კლასიკოში" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ბარსელონამ" ფაქტობრივად გაინაღდა ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული - ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, "ბარსელონა" 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ლიდერობა დათმოს.

სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, ჰანსი ფლიკი ფიქრობს, რომ ზეიმი ჯერ ადრეა. ჟურნალისტებთან საუბარში გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ თავს ჩემპიონად ჯერ არ გრძნობს.

თავს ჩემპიონებად ჯერ არ ვგრძნობთ. როგორ მაქვს გული? არ ვიცი, ექიმს უნდა გავესინჯო.

ეს გამარჯვება ჩვენი ფანებისა და ფეხბურთელებისთვისაა. ეს ფანტასტიკურია. მადრიდის "რეალი" დიდებული გუნდია, ჩვენ კი მათ წინააღმდეგ თამაშის შემოტრიალება შევძელით.

"ინტერთან" 120-წუთიანი მატჩის შემდეგ, ადვილი არ იყო "რეალის" წინააღმდეგ თამაში, თუმცა ბრწყინვალედ ვითამაშეთ. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ - განსაკუთრებით დაცვაში. როდესაც მეტოქეს წნეხში ვაქცევთ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ დაცვაში შეცდომებს უნდა ვერიდოთ. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ რთულია დაცვის გაუმჯობესებაზე იზრუნო, როდესაც დრო არ გაქვს. ყოველ მესამე დღეს თამაში გვიწევს, ამიტომ ამ ასპექტს პრესეზონზე დავუბრუნდებით.
- ჰანსი ფლიკი.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩს, "ბარსელონა" "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები