"ბარსას მაისურით ესპანეთში ყველაფერი მოვიგე, ახლა ევროპული ტიტულების დროა" - რაფინია
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში კატალონიური დერბი გაიმართა, რომელიც ბარსელონას გამარჯვებით (0:2) დასრულდა. ესპანიოლთან მოგებით ბლაუგრანა 2 ტურით ადრე დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს.
ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში 28-დ მოიპოვა და მატჩის დასრულების შემდეგ, რაფინიამ აღნიშნა რომ ბლაუგრანას მაისურით ყველა ესპანური ტიტულის მოგება შეძლო.
ამ მაისურით ესპანეთში ყველაფერი მოვიგე - ახლა ევროპული ტიტულების მოგების დროა. - რაფინია.
🗣️ Raphinha: "I have already won all the domestic titles with this shirt. Now we have to win the European titles." pic.twitter.com/xAqbDQOBS9
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) May 15, 2025
კატალონიური გრანდის ბრაზილიელი ვარსკვლავი ფენომენალურ სეზონს ატარებს და ბარსელონას წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის - რაფინიამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 18 გოლია გატანა და 9 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.