ჰანსი ფლიკი: "ვგიჟდები ბარსელონაზე - მე ამ კლუბისთვის ვცხოვრობ"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა - ჰანსი ფლიკმა, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, ოლიმპიაკოსთან გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთი გამორჩეული თემა ამ კლუბის მიმართ უდიდესი სიყვარული იყო.
"არსელონასა და ბაიერნის იმ ცნობილ ანგარიშზე, 8:2-ზე საერთოდ არც გამიღიმია, არც კი ვიზეიმე, ემოცია ნული მქონდა, მშვიდად ვიყავი - და ახლა? ახლა შემომხედეთ! ბარსელონამ ძალიან შემცვალა.
ბოლო პერიოდში უფრო ემოციური ვარ — შეიძლება, ამ კლუბმა სრულიად შეცვალა ჩემი ხასიათი. რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ მე მიყვარს ეს კლუბი, მიყვარს ბარსელონა! წარმოუდგენელად მიყვარს აქაური ხალხი, ყველაფერს ვდებ კლუბისთვის. მე ამ კლუბისთვის ვცხოვრობ" - ჰანსი ფლიკი
ბარსელონასა და ოლიმპიაკოსის დაპირისპირება 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.