Belive

ლეაუ მილანიდან წასვლას ადასტურებს?! | „სერია ა-ს მიღმა ახალი გამოწვევა მსურს“

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიურ ფეხბურთში დიდი გადაადგილებები იწყება - მილანის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა - რაფაელ ლეაუმ, საჯაროდ დაადასტურა, რომ კარიერაში ახალი ეტაპის დაწყება სურს და იტალიის ჩემპიონატის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს.

26 წლის შემტევმა 'SportTV'-სთან ინტერვიუში საკუთარ გეგმებზე საკმაოდ ღიად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სტილის ფეხბურთს პრემიერ ლიგა ან ლა ლიგა ბევრად უკეთესად მოერგება.

„სერია ა-ს მიღმა ახალი გამოწვევა მსურს. ინგლისის პრემიერ ლიგას დიდ ყურადღებას ვაქცევ და თვალს აქტიურად ვადევნებ. თუ მომეცემა შანსი, რომ იქ ან ესპანეთის ლა ლიგაში ვითამაშო, ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან ვფიქრობ, ჩემი ტალანტი იქ კიდევ უფრო მეტად გამოვლინდება და გაბრწყინდება." - რაფაელ ლეაუ

პორტუგალიელმა შემტევმა სატრანსფერო ინტრიგა კიდევ უფრო გაამძაფრა, როდესაც სამომავლო ნაბიჯებზე ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ზაფხულს დავლოდებოდით.

ლეაუ დიდი ხანია ევროპული გრანდების თვალთახედვის არეშია. მისი ეს პირდაპირი განცხადება კი ნათელი სიგნალია ისეთი კლუბებისთვის, რომლებიც შემტევი ხაზის გაძლიერებას გეგმავენ. როგორც ჩანს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა ლეაუს გარშემო ძალიან ცხელი და საინტერესო იქნება.

26 წლის პორტუგალიელი შემტევი მილანის ღირსებას 2019/2020 წლების სეზონიდან იცავს, სადაც 291 მატჩი აქვს ჩატარებული. მან 80 გოლის გატანა და 65 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

რაფამ მილანთან ერთად სერია A, იტალიის თასი და იტალიის სუპერ თასი, 2022 წელს კი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები