"თავიდან დაცვაში დიდად ძლიერი არ ვიყავი, ლუის ენრიკე კი გაუმჯობესებაში დამეხმარა" - ნუნუ მენდეში
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ-ჟერმენის პორტუგალიემა ფეხბურთელმა, ნუნუ მენდეშმა AFP-სთან ინტერვიუში ლუის ენრიკეზე ისაუბრა. 23 წლის მარცხენა მცველმა აღნიშნა, რომ ესპანელ სპეციალისტს მისი დაცვითი უნარების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
თავიდან დაცვაში დიდად ძლიერი არ ვიყავი. ვიცოდი, სწრაფად როგორ მეთამაშა, ლუის ენრიკემ სწორედ ეს შენიშნა და ძალიან დამეხმარა, რომ დაცვითი უნარებიც გამეუმჯობესებინა, დღეს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც კარგად ვთამაშობ. ვცდილობ, რომ შეტევაში თამაში დავაბალანსო და საჭიროების შემთხვევაში ცოტა დავისვენო. მწვრთნელმა არამარტო ჩემთვის, ზოგადად გუნდში კარგი სამუშაო გასწია. მრავალმხრივობა არის ის, რაც ლუის ენრიკემ მოგვიტანა და რასაც სამუდამოდ შევინარჩუნებთ.
ლუის ენრიკემ ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ ეს ჩემგანაც მოდის, რადგან ვიცი რა შემიძლია გავაკეთო გასაუმჯობესებლად. ადრე დაცვაში თამაში მიჭირდა, რადგან მხოლოდ შეტევაზე ვფიქრობდი, მაგრამ მან მითხრა: "დაცვაში უკეთ უნდა ითამაშო და შემდეგ შეტევისთვის მეტ თავისუფლებას მოგცემ".
არ მიყვარს იმის თქმა, რომ საუკეთესო ვარ, მაგრამ საკუთარ თავს კარგ მცველად მივიჩნევ. ეს ყველაფერი მოედანზე უნდა ვაჩვენო და ამის გაკეთებას ყოველთვის ვცდილობ. - ნუნუ მენდეში - პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი
Nuno Mendes se livre sur ses progrès : « Luis Enrique m'a beaucoup aidé défensivement »
— L'Équipe (@lequipe) October 28, 2025
➡️ https://t.co/0IlnNBHTNn pic.twitter.com/6QkVfS2dLs
შეგახსნებთ, რომ ნუნუ მენდეში პარი სენ-ჟერმენში სპორტინგიდან გადავიდა, თავდაპირველად, 2021 წელს პორტუგალიელი პარიზულმა კლუბმა იჯარით გადაიყვანა, ხოლო მომდევნო სეზონში კი გამოისყიდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში 147 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 12 გოლი/20 საგოლე გადაცემაა.