Belive

ტაქსის მძღოლმა ნოიერის საფულისთვის 120 კმ. გაიარა

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ტაქსის მძღოლი, რომელმაც მანუელ ნოიერის დაკარგული საფულის დასაბრუნებლად 120 კმ. გაიარა, იმედგაცრუებული დარჩა. Sky Germany-ს ინფორმაციით, ჰაზირის (ტაქსის მძღოლი) ტაქსით ნოიერსა და მის მეგობარს, არც ისე დიდი ხანი უმგზავრიათ. ჰაზირმა "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების მეკარე მაშივე იცნო, თუმცა, ფოტოს გადაღება ვერ გაბედა. მას შემდეგ, რაც დანიშნულების ადგილს მიაღწიეს, ტაქსის მძღოლმა კიდევ დიდხანს იმუშავა. დღის ბოლოს, როდესაც მანქანას შიგნიდან ასუფთავებდა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ მგზავრს საფულე დარჩენოდა, ჰაზირმა შეამოწმა და ნახა, რომ ის ნოიერს ეკუთვნოდა. პლასტიკურ ბარათებთან და საბუთებთან ერთად შიგნით 800 ევროც იდო. ტაქსის მძროლი დაუფიქრებლად ჩაჯდა ავტომობილში და გაემართა პატრონისკენ საფულით ხელში. საკმაოდ დიდი მანძილის გავლა მოუწია ჰაზირს, რომ ნოიერამდე მიეღწია. მრავალი კილომეტრის გავლის შემდეგ, ქალაქ ბავარიის მიესბახის რაიონში აღმოჩნდა, სადაც საფულე ნოიერის მენეჯერს გადასცა. ორი კვირის შემდეგ ჰაზირმა ფოსტით მაისური მიიღო, რომელსაც არანაირი წერილი არ მოჰყოლია. ტაქსის მძღოლმა აღიარა, რომ იმედგაცრუებული დარჩა ეგრეთ წოდებული ჯილდოთი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მან ამ "მისიის" დროს 400 ევრო დახარჯა. Sky Germany-სთან ინტერვიუში ჰაზირმა განაცხადა, რომ ის ოთხი შვილის მამაა და ამ მაისურით ვერაფერს გააკეთებდა.  

გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, თუ მპოვნელის მიერ აღმოჩენილი თანხა 500 ევროს აღემატება, მას შეუძლია ამ თანხის 5% მიიღოს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ თანხა 500 ევროზე მეტია, თანხის კიდევ სამი პროცენტი ემატება. მაშასადამე, ჰაზირს ამ საფულის დაბრუნებისთვის 34 ევრო ეკუთვნის. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ "ბაიერნის" მაისურების ღირებულება აღნიშნულ თანხას საკმაოდ აღემატება. შეგახსენებთ, იმისათვის, რომ ტაქსის მძღოლს მანუელ ნოიერისთვის საფულე დაებრუნებინა 120 კმ. გაიარა და 400 ევრო დახარჯა.  

სხვა სტატიები