Belive

სურინამის 60 წლის ვიცე-პრეზიდენტმა კონკაკაფ ლიგაზე ითამაშა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სურინამის ვიცე პრეზიდენტმა, 60 წლის რონი ბრუნსვეიკმა კონკაკაფ ლიგაზე, საკუთარი კლუბის "ინტერ მოენგოტაპოეს" რიგებში ითამაშა. ბრუნსვეიკი პოლიტიკური კარიერის გარდა ფეხბურთში აქტიურად არის ჩაბმული და ადგილობრივი კლუბის „ინტერ მოენგოტაპოს“ კაპიტანი გახლავთ, რომლის მფლობელიც თავად არის. სურინამის ვიცე პრეზიდენტის კლუბი 0:6 დამარცხდა ჰონდურასული კლუბის წინააღმდეგ. მას 61 ნომრიანი ფორმა სიმბოლურად ეცვა, რადგან 1961 წელს არის დაბადებული. მატჩის შემდეგ, ბრუნსკვეიკმა მის თანაგუნდელებს და ფეხბურთელებს ფული დაურიგა:

ვინ არის რონი ბრუნსვეიკი?! 

რონი ბრუნსვეიკი სურინამის ვიცე-პრეზიდენტია 2020 წლიდან, იგი პოლიტიკაში აქტიური მოქმედი პირი იყო ახალგაზრდობიდან, კერძოდ კი, ის იყო მეამბოხე ლიდერი, რომელმაც 1985 წელს სურინამის განმათავისუფლებელი არმია ჩამოაყალიბა, რომელიც უფრო ცნობილია როგორც "ჯუნგლების კომანდო". სურინამის განმათავისუფლებელი არმია კი ემსახურებოდა აფრიკელი შთამომავლობის უფლებების დაცვას. იგი ასევე იყო სამოქალაქო ომის მონაწილე, რომელიც სურინამში 1986 წლიდან 1992 წლამდე მიმდინარეობდა.

ომის შემდეგ, რონი ბრუნსვეიკი ნიდერლანდების სასამართლომ ნარკოტიკებით ვაჭრობის მუხლით გაასამართლა, რის გამოც იგი 1999 წელს ციხეში იჯდა. 2002 წელს მან საკუთარი საფეხბურთო კლუბი იყიდა, შემდეგ კი ამ კლუბს სტადიონის აშენებაში დაეხმარა და დღეს გამთენიისას, სწორედ ამ კლუბის შემადგენლობაში ითამაშა.

სხვა სტატიები