Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "ნაპოლიში ჩემი შესაძლებლობების წარმოსაჩენად მოვედი"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
15 ივლისს "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას წარდგენის ცერემონიას გამართავს. ოფიციალური ნაწილის დაწყებისას, საქართველოს ნაკრების ლიდერმა პრესკონფერენცია გამართა და იტალიელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ნეაპოლში ჩემი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის ჩამოვედი. მწვრთნელი ფანტასტიკური ადამიანია, მისგან ბევრს ვისწავლი. ახალ კლუბთან დაკავშირებით ბევრი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ როცა "ნაპოლი" წინადადებით გამოვიდა, მაშინვე დავთანხმდი. ჩემთვის იდეალური ფეხბურთელი არის კრიშტიანუ რონალდუ, თამაშით კი მარცხენა ფლაგზე თამაში მსიამოვნებს. მე მიყვარს და კარგად გამომდის პენალტებისა და საჯარიმო დარტყმის შესრულება. ნაპოლი იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან ძლიერი გუნდია, კარგ ფეხბურთს თამაშობს. როცა აურელიო დე ლაურენტისისგან ოფიციალური შეთავაზება მივიღე, მაშინვე გადავწყვიტე, ბევრი არ მიფიქრია. "ლურჯებში" პირველი რამდენიმე დღის შემდეგ ვგრძნობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ კიდევ ცოტა დრო დამჭირდება, რომ დავმკვიდრდე. მზად ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან სტადიონზე ვითამაშო. მინდა ჩემი საუკეთესო შესაძლებლობები ვაჩვენო. უპირველეს ყოვლისა, დავიწყე იტალიურის შესწავლა. მინდა ძალიან კარგად ვისაუბრო, მაგრამ ასევე შემიძლია ინგლისურად და რუსულად საუბარი. ვფიქრობ, სამი-ოთხი თვე მჭირდება ენის უკეთ შესასწავლად - და რა თქმა უნდა, მინდა, რაც შეიძლება მალე ვისწავლო, იტალიური ფეხბურთი. ვფიქრობ, რუსეთში არსებული მდგომარეობა პოლიტიკური საკითხია. სიტუაცია ძალიან რთულია. მე ავირჩიე ბათუმის "დინამოში" თამაში, რადგან ის ჩემი ქვეყანაა, მაგრამ არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი. როდესაც ფეხბურთელი პატარა ქვეყნიდან მიდის იტალიაში, ეს მთელი ქვეყნისთვის საამაყოა. ჩემთვის ეს დიდი გამოცდილებაა. 77 იმიტომ ავირჩიე, რომ 7 ჩემი საყვარელი ნომერია და მხოლოდ 77 იყო თავისუფალი. მე ყოველთვის ვწერ კვარას, რომელიც ჩემი მეტსახელია, მაისურზეც ალბათ ასე მეწერება. როდესაც ვნახე, ვფიქრობდი, რომ ეს მართლაც ფანტასტიკური ქალაქი იყო, ასეთი ლამაზი ქალაქი არასდროს მინახავს. გულშემატკივრებიც ძალიან თბილები არიან, ამის შესახებ წინასწარვე მითხრეს.  ქართველები მეძახიან თუ არა კვარადონას? დიახ ასეა, თუმცა მარადონა ნეაპოლისთვის ნიშნავს ყველაფერს. მარადონასთან ახლოს, რა თქმა უნდა, ვერ მივალ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვიამაყო", - თქვა 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა.
დღის განმავლობაში, იტალიური გრანდი კვარაცხელიას წარდგენის სხვადასხვა ეპიზოდს გაასაჯაროებს, რასაც პარალელურ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები