სრული სიგიჟე სიეტლში - ირანმა ბოლო წუთებზე გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს
ბელგიისა და ახალი ზელანდიის მსგავსად, ეგვიპტისა და ირანის დაპირისპირებაც, G ჯგუფის უკანასკნელი მატჩი იყო, სადაც ბოლო წუთებზე, ნამდვილი საფეხბურთო დრამა გათამაშდა.
შეხვედრა ეგვიპტელეთა გოლით დაიწყო. მაჰმუდ საბერიმ, თავისი ნაკრები მე-7 წუთზე დააწინაურა. გოლის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ეგვიპტელთა ცენტრალურმა მცველმა, მოჰამედ აბდელმონეიმიმ, საკუთარ საჯარიმოში, მეჰთი ტარემის წინააღმდეგ, წესები დაარღვია, რასაც პენალტი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ტარემმა პენალტი ვერ გამოიყენა, ირანმა, მატჩის 14-ე წუთზე, ანგარიში მაინც გაათანაბრა. გოლი რამინ რეზაიაენიმ გაიტანა.
შეხვედრის ბოლოს, ირანელთა ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ, ცენტრალურმა მცველმა, შოჯა ხალიზადემ ეგვიპტელთა კარში გოლის გატანა შეძლო, მაგრამ გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა. ირანელთათვის, ამ უსიამოვნო ეპიზოდის მიუხედავად, მათ ბოლო წამებზეც ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, მაგრამ ეგვიპტე, საიდ ეზათოლაჰის დარტყმული თავურისგან, ხარიხამ იხსნა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და ამ შედეგით, ეგვიპტე, ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა.
ირანი, ამ მომენტისთვის, სამი ქულით, მესამე ადგილზეა. ყველა სხვა მესამეადგილოსანი გუნდის მსგავსად, მათი ბედიც ხვალ, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა. ეგვიპტე კი ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც ავსტრალიას შეხვდება.
𝐄𝐆𝐘𝐏𝐓 𝐀𝐃𝐕𝐀𝐍𝐂𝐄 𝐓𝐎 𝐓𝐇𝐄 𝐊𝐍𝐎𝐂𝐊-𝐎𝐔𝐓𝐒 𝐅𝐎𝐑 𝐓𝐇𝐄 𝐅𝐈𝐑𝐒𝐓 𝐓𝐈𝐌𝐄 𝐄𝐕𝐄𝐑 🇪🇬
— 433 (@433) June 27, 2026
Iran keep their hopes alive but now have to wait 🇮🇷
They’ll be hoping to qualify as one of the best third-placed teams ⌛ pic.twitter.com/TU9ys3vZQc