სრული კრახი | ასეთი რამ იტალიური ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ოთხივე იტალიური გუნდი დამარცხდა, რაც ევროტურნირის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
ამ უარყოფით სტატისტიკას კიდევ უფრო ამძიმებს გაშვებული გოლების რაოდენობა - 14. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ 4-დან 3-მა გუნდმა უპირატესობა გაანიავა:
ვილიარეალი 3:1 ნაპოლი
ინტერი 3:4 ბრიუგე
ფეიენოორდი 3:2 კომო
რომა 3:4 რეალი
ვილიარეალთან წაგების შემდეგ, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის დონე შეადარა:
,,ჩემპიონთა ლიგის დონე გაცილებით მაღალია. როდესაც საშუალო ან სუსტ გუნდებს ეთამაშები, ამას ვერ ამჩნევ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ეს აშკარად ჩანს.'' - მასიმილიანო ალეგრი
2 ტურის შემდეგ, იტალიური გუნდებიდან საუკეთესო კომოა, რომელიც 3 ქულით მე-12 ადგილზეა, რომას 1 ქულა აქვს, ინტერი და ნაპოლი კი ჯერჯერობით უქულოდ არიან.
მომავალ ტურში კომო მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება, რომა - სლოვანს, ინტერის მეტოქე შახტარი იქნება, ნაპოლის კი - ბოდო/გლიმტი.
La prima pagina della Gazzetta di oggi: 📣SCEMPIONS Le notizie 👉 https://t.co/G5BflE37Nz https://t.co/sQCuUvM4zH
— La Gazzetta dello Sport (@Gazzetta_it) October 15, 2026