Belive

სპორტინგის შემადგენლობაში გიორგი ქოჩორაშვილმა პირველი მატჩი ჩაატარა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სპორტინგის რიგებში გიორგი ქოჩორაშვილის არაოფიციალური დებიუტი შედგა.

დღეს ლისაბონური კლუბი ამხანაგურ შეხვედრაში სელტიკთან 0:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი მატჩში 59-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 0:1 იყო.

გიორგის თამაშმა პორტუგალიელ გულშემატკივრებში მოწონება დაიმსახურა. აი, რას წერენ სპორტინგის ქომაგები სოციალურ ქსელში:

  • დადებითი მხარეები ამ თამაშიდან - ქოჩორაშვილი და ფრესნედა;

  • ქოჩორაშვილი შესანიშნავი დამატებაა;

  • ქოჩორაშვილმა იმედები არ გაგვიცრუა, კონცენტრირებულია, კარგად გადაადგილდება, დაცვაშიც გამოირჩევა და ტექნიკურიცაა;

  • ამ მატჩიდან ერთადერთი დადებითი, რაც გამოჩნდა ქოჩორაშვილია, ის ახლახან ჩამოვიდა პორტუგალიაში და უკვე მზადაა, რომ ლიგაში მე-2 საუკეთესო ნახევარმცველი იყოს, პირველი მორტენ იულმანია;

  • ქოჩორაშვილი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია;

  • ქოჩორაშვილი ახალი კევინ დე ბრუინეა;

  • ქოჩორაშვილი ნამდვილი ვარსკვლავია, მაშინვე შეამჩნევთ იმ თვისებებს, რასაც ის თამაშის დროს ავლენს: ხედვა, განსჯის უნარი, სწორი გადაწყვეტილებები და დახვეწილი ტექნიკა.

სპორტინგი მომავალ მატჩს ორშაბათს, 21 ივლისს, სანდერლენდის წინააღმდეგ გამართავს.

ქოჩორაშვილის ეფექტური პასი დღევანდელ მატჩში:

სხვა სტატიები