"ქოჩორაშვილის დაბრუნება მახარებს" - სპორტინგის მწვრთნელი
11 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და სპორტინგის ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მოიშუშა - თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ, ქოჩორაშვილმა გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.
25 წლის ქართველი ნახევარმცველი, უდიდესი ალბათობით სპორტინგის მომდევნო მატჩის განაცხადში იქნება. სწორედ ამის შესახებ მიანიშნა რუი ბორჟესმა სანტა კლარასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
გიო დაგვიბრუნდა, მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა, ის ჩვენთვის ერთ-ერთი შესაძლებლობა. ქოჩორაშვილის დაბრუნება მახარებს - ის უკვე ვარჯიშობს და ყველაფერი კარგადაა. - რუი ბორჟესი
🎙️ Antevisão de Rui Borges à 28.ª jornada da #LigaPortugalBetclic ⏳
— Sporting CP (@SportingCP) April 2, 2026
🔜 #SCPCDSC pic.twitter.com/EaPczGAFSF
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა უკანასკნელად თებერვალში, პორტუგალიის თასზე ითამაშა, რის შემდეგაც ვარჯიშზე დაშავდა და სპორტინგის 9 მატჩი გამოტოვა.