Belive

სპალეტი: ,,ყველამ იცის, რომ სტანდარტულებიდან ბევრ გოლს ვუშვებთ''

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, გერმანიასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,თამაშის რიტმიდან რამდენიმეჯერ ამოვვარდით, გერმანია კი მშვიდად და ერთ დონეზე მოქმედებდა. შემდეგ შეცდომები დავუშვით, რისთვისაც დავისაჯეთ, განსაკუთრებით, მეტოქის პირველი გოლის ეპიზოდში, როცა საჯარიმოში მოწინააღმდეგე უყურადღებოდ დავტოვეთ.

გერმანელი ფეხბურთელები მაღლები არიან, სწორედ ამიტომ გამოვიყვანე ბელანოვა. ისინი თავით ძალიან კარგად თამაშობენ. ყველამ იცის, რომ სტანდარტულებიდან ბევრ გოლს ვუშვებთ, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ.

ჩემს გუნდს ხასიათი აქვს. გასახდელში ფეხბურთელები შევაქე. ამ ორ ნაკრებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ საპასუხო მატჩში მოგება შეგვიძლია... - ლუჩანო სპალეტი

ერთა ლიგის A დივიზიონის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი კვირას, 23 მარტს, დორტმუნდში გაიმართება.

სხვა სტატიები