"წელიწადნახევარში მწვრთნელი სამჯერ შეგვეცვალა, ეს ყველას ბრალია" - ვლაჰოვიჩი იუვენტუსის მდგომარეობაზე
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტურინის იუვენტუსის ცენტრალური ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი იტალიურ გრანდში არსებულ მდგომარეობასა და მათთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე საუბრობს.
"ჯერ კიდევ მაქვს შანსი, რომ იუვენტუსთან კონტრაქტი გავახანგრძლივო? არ ვიცი. ფეხბურთში არასდროს უნდა თქვა არასდროს, მაგრამ არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. ნაკლები უნდა ვისაუბროთ და მეტი ვიმუშაოთ. მე მხოლოდ აწმყოზე ვარ კონცენტრირებული და ჩემი ერთადერთი საზრუნავი გუნდისთვის რაც შეიძლება მეტჯერ გამარჯვებაში დახმარებაა.
წელიწადნახევრის განმავლობაში სამჯერ გამოვიცვალეთ მწვრთნელი და ეს ყველას ბრალია. საკუთარ თავს გარედან უნდა შევხედოთ. მადლობელი ვარ ტუდორის იმისთვის, რაც გააკეთა", - ამბობს სერბი ცენტრალური ფორვარდი.
ტურინის იუვენტუსმა იგორ ტუდორი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ლუჩანო სპალეტის დანიშვნას აპირებს.